- ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარები მოეწყო ქვაფენილით. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.
წმინდა ნინოს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა შპს „პალადა“ და მისი ჯამური ღირებულება 533 847 ლარს შეადგენს.