ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში და რეგიონულ შეჯიბრში მონაწილე წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.
ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, მოადგილესთან ლექსო თოდუასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად შეხვდა: სპორტის სახეობა კარატეში – 27-30 აპრილს, ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის მე-13 ჩემპიონატის პრიზიორებს:
- ნინო ლიპარტიას – უმცროს ასაკში ევროპის ჩემპიონი;
- ილია ტრაპაიძეს – უმცროს ასაკში II საპრიზო ადგილი;
- ლაშა კუპრავას – უმცროს ასაკში III საპრიზო ადგილი;
- მიხეილ კუკავას – უმცროს ასაკში III საპრიზო ადგილი;
- ლიზი კუპრავას – ჭაბუკთა შორის III საპრიზო ადგილი
- მწვრთნელი – ცეზარ სულამანიძე.
- მენეჯერი – ზაზა ქოიავა.
სპორტის სახეობა უშუ კუნგფუში – 23-28 აგვისტოს, ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს –
ახალგაზრდებს შორის:
სოფიკო აფხაზავას – I და III საპრიზო ადგილი;
მარიამ არზიანს – II და III საპრიზო ადგილები;
დიდებს შორის:
- მაკა გაბესკირიას – I და II საპრიზო ადგილები
- მწვრთნელები – ვასილ დუნდუა და ნუგზარ ნიკოლენკო.
- მენეჯერი – ზაზა ქოიავა.
სპორტის სახეობა ჭიდაობა სამბოში- 19-23 აპრილს, ისრაელის ქალაქ ხაიფაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს ჭაბუკებს შორის: გივი კვინჩიას- III საპრიზო ადგილი;მწვრთნელები – ნუკრი ბერაია და ვალერი გიგიბერია.
სპორტის სახეობა ჭიდაობა ძიუდოში ვეტერანებს შორის- აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს:
- გივი ნადარეიშვილს – III საპრიზო ადგილი;
- ლაშა მიქაბერიძეს – III საპრიზო ადგილი;
- მენეჯერი – გია გუგუშვილი.
2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ლიგის (11×11) გამარჯვებულ ფეხბურთის სამოყვარულო გუნდს „ჭაბონამა.“ მენეჯერი – დავით დგებია.
მერმა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს კიდევ ერთხელ მიულოცა მიღწეული შედეგი და წარმატება უსურვა შემდგომ გასამართ ტურნირებში. ასევე თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო.
ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.