- ფოთის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.
აღნიშნული აქცია მოქმედებს შემდეგი ჯგუფებისთვის:
ბავშვები და მოზარდები – 5-დან 18 წლამდე;
პენსიონერები;
სოციალურად დაუცველები – (1000-დან 70 000 ქულამდე);
აქციის ფარგლებში, უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია შემდეგ სპეციალისტებთან:
ოჯახის ექიმი;
პედიატრი;
ნევროლოგი;
ტრავმატოლოგი;
უროლოგი.
სამედიცინო აქციები გაიმართება:
12 და 19 ივლისს – 10:00-დან – 15:00 საათამდე;
13 ივლისს – 15:00-დან – 18:00 საათამდე.
ჩასაწერად დაუკავშირდით ნომერზე: 16033
მისამართი: საქართველოს კლინიკები-ფოთის ჰოსპიტალი – გურიის ქუჩა N171.