- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, სპორტულ დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა განახლდა.
უწყების ცნობით, უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა ჭიდაობის კომპლექსური სკოლა, კრივის სასპორტო სკოლა, მოკრივეთა კლუბი „ლიდერი“ და საცურაო კომპლექსი.
ახალი სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ ბილიკებს, მრავალფუნქციურ ტრენაჟორებს, ჰანტელების დაფებს (2.5-დან 12.5 კგ-მდე), ოლიმპიურ ღერძებს და პრესის საწოლებს.