- საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით ტარდება.
ფოტოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. იმართება საბავშვო გასართობი პროგრამა. მეზღვაური” მუსიკოსებისა და მოგზაური მსახიობების მუსიკალური მსვლელობა. გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.
17:10 საათზე საზეიმოდ აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე, შესრულდება საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.
18:00 საათიდან გაიმართება დასკვნითი კონცერტი ჯგუფი „ მგზავრების“ მონაწილეობით.
ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.