- ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაზა მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ ზონას და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6,628,698 ლარს.
დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა.