ფოთში “ნანა ალექსანდრიას თასი -2024” გაიხსნა

  • დღეს, ფოთში, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი -2024” გაიხსნა. მასში 14 ქვეყნის 450-ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს.

“საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მისი ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა” და მას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.

ღონისძიების საზეიმო გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლექსო თოდუა დაესწრო, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 24 ივლისს დასრულდება.