- ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ აღინიშნა კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული.
სადღესასწაულო მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებმა, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, ბოლნელმა მთავარეპისკოპომა ეფრემმა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა, რომელთაც წირვის დასრულებისას სიტყვით მიმართეს მრევლს.