- ფოთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე დაფუძნებული ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება განიხილეს.
პლატფორმა, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით, UNICEF-ის მხარდაჭერით შეიქმნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს.
სამუშაო შეხვედრა პროექტის „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მოეწყო.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა იესპერ მოლერმა, ფოთში, UNICEF მხარდაჭერით მოწყობილი ,,სივრცე ახალგაზრდებისთვის” დაათვალიერა.