- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმიდინარეობს. აქციაში მერიასთან ერთად ჩართული არიან, როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
ფოთის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა, სრულად მოხმარდება პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას. ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა.
ფოთში ჰუმანიტარულ პუნქტი გახსნილია ნინო ჟვანიას ქ.N 7-ში მდებარე, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი. ფოთის მსგავსად პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.