- ფოთში, ფაზისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გარე განათების ბოძების და სანათი მოწყობილობების მონტაჟი დასრულდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან გიორგი თოლორდავასთან ერთად, სამუშაო პროცესი ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აწარმოებდა შპს „მშენებელი-5“ და პროექტის საერთო ღირებულებამ 98 761 ლარი შეადგინა.