- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები!
საკონკურსო პროექტების სამიზნე ჯგუფია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.
უწყების ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას და ფოთელი ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- cempsypoti@gmail.com.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები, იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/3jf9573y