ფოთში აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

  • ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 100 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.