- ქალაქის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიენიჭა აკაკი ბასარიას, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ბესიკ მანჯავიძე დასახელდა. აკაკი ბასარიამ ერევანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობა კრივში ჭაბუკებს შორის მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ დისტანციაზე გახდა გია გაბედავა, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი მიენიჭა ზურაბ მალანიას. ევროპის ჩემპიონატზე კანოე-სპრინტში არაოლიმპიურ 200 მეტრ დისტანციაზე გაცურვაში – ახალგაზრდებს შორის გია გაბედავამ დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი.
ნომინაციაში წლის საუკეთესო კლუბი დაჯილდოვდა საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი 1913”.
აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ფოთელ სპორტსმენთა მიღწევების წარმოჩენასა და ქალაქის საზოგადოებისთვის მათ წარდგენას.
ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს