ფოთში, 14 და 15 სექტემბერს, საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება

  • ფოთში, 14 და 15 სექტემბერს, საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია -ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი.

პროექტი 3 ნაწილისგან შედგება:

ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა;

ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა;

კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი.

ღონისძიება დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტის EU4Culture ფარგლებში. EU4Culture ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie)”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.