- 24-25 ივნისს, ფოთმა, საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს და მეზობელი ქვეყნების 20 -ზე მეტმა პროფესიონალმა მრბოლელმა.
პირველი ადგილი ნოდო კოდუამ მოიპოვა, რომელიც ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.