- ფოთის სალოტბარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. მოსწავლეები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.
სალოტბარო სკოლაში (6 წლიდან) ასაკი შეუზღუდავია. მოსწავლები 15 წლის ასაკიდან ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ აიღებენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შესაბამის სერტიფიკატს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს საშუალება აქვს სწავლა გააგრძელოს გიორგი მთაწმინდელის გალობის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა უფასოა.
სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს.