შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა.
როგორც მედიას შსს-ში განუცხადეს, გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. ამასთან, 7 ოქტომბერს, გიგი უგულავამ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. აქციაზე სიტყვით მის გამოსვლას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. გუშინ, უგულავამ სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხი გამოაქვეყნა. „მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი 14 ოქტომბერსაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა“, – დაწერა ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ.