- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ დედის დღე მიულოცა 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების დედებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
ასევე, დედის დღის მისალოცად მერი ესტუმრა უკრაინაში ახლახანს დაღუპული ფოთელი ჯარისკაცის კახა გოგოლის დედას.
მერმა გმირ დედებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.