- ფოთის მერიამ ახალი კამპანია – მომავალი #ჯანსაღითაობისთვის დაიწყო.
ფოთის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ქალაქის ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეს საშუალება აქვს, ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად.
მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა უკვე უმასპინძლა სამი საჯარო სკოლის 600-მდე მოსწავლეს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული აქტივობები განახორციელეს.