- 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა ფოთის თეატრი. 1925 წლის 29 ოქტომბერს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ იუზა ზარდალიშვილმა დაარსა ფოთის დრამატული თეატრი. 1936 წლის 11 ნოემბერს ფოთის ახალი შენობის სცენაზე შედგა პირველი სპექტაკლის, ი. ვაკელის “შამილის” პრემიერა. 1963 წელს, მას, ვალერიან გუნიას სახელი მიენიჭა.
თეატრში აქტიურად იდგმება, როგორც მოწვეული ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტები. ფოთის თეატრი არის ორგანიზატორი და მასპინძელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება. ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დღეს არის მთავარი თეატრალური ფორუმი დასავლეთ საქართველოში. თეატრალური პროცესის გარდა, თეატრი ცდილობს იქცეს საზოგადოებისთვის კულტურის ცენტრად. თეატრის შენობაში ტარდება გამოფენები, შემოქმედებითი საღამოები, კინოჩვენებები, სხვა დასხვა სახის ღონისძიებები კულტურის სფეროში.