ფოთელმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

  • ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შოტოკან კარატე დო-ში, ფოთელმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი -ბაჩუკი სულამანიძე) 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კატა:

I ადგილი – ნინო ლიპარტია (10 წ.)
III ადგილი – მიხეილ კუკავა (12-13 წ.)
III ადგილი – ლიზი კუპრავა (14-15 წ.)

კუმიტე:

II ადგილი – ნინო ლიპარტია (10 წ.)
II ადგილი – ილია ტრაპაიძე (8-9 წ.)
III ადგილი – ილია ტრაპაიძე (8-9 წ.)
II ადგილი – ლაშა კუპრავა (9-10 წ.)
III ადგილი – ლიზი კუპრავა (14-15 წ.)

ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ წარმატებულ კარატისტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა, მიღწეული შედეგები მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.