- საგანმანათლებლო პროგრამის “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვeდრაზე, ფოთის საჯარო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეები, გუნდის მენტორებთან ერთად ჩართულები იყვნენ დიზაინის აზროვნების და სოციალური ინოვაციების შესახებ ვორქშოფებში.
პროგრამა მიზნად ისახავს ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას სოციალური ინოვაციების და დიზაინის აზროვნების მიმართ, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში.
სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა პროექტორი და ეკრანი, ხოლო სამი გამარჯვებული გუნდის სკოლას დამატებით გადაეცემა ციფრული ეკრანები. კონკურსში პირველ ადგილზე გასული იდეის განხორციელება დაფინანსდება 20,000 ლარის ოდენობით.
პროგრამას ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით, bp-ისა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის (სს,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამას მხარს უჭერს CTC-ის სოციალური ინოვაციების პლატფორმა (SIP www.socialinnovations.ge), რომელსაც ფინანსურად აძლიერებს შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER სამხრეთ კავკასია.