- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო.
უწყების ცნობით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ფოთში რეგისტრირებულ და მცხოვრებ საჭიროების მქონე I-VI კლასის მოსწავლეებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს.
პროგრამაში მონაწილეობისათვის წარმოსადგენ დოკუმენტებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაციისათვის იხილეთ მითითებული ბმული: https://tinyurl.com/9yss6u62
წელს, მოცემული პროგრამა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით პირველად ხორციელდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 სექტემბერი.