- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სერგი დანელიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება.
პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარზე დაიგო ქვაფენილი.
განხორციელდება გზის მონიშვნის სამუშაოები.