- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფოთში 7 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს. პარტიის წევრების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია პორტის მიმდებარედ მდებარეობს, სახელმწიფო საკუთრებაშია და მას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის წესით ყიდის.
მათი თქმით, ამ ფორმით ქალაქს შემოსავლის მხოლოდ 35% დარჩება და დაზარალდება. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოითხოვენ, რომ ტერიტორიის გაყიდვის უფლება ფოთის მუნიციპალიტეტს მიეცეს და შემოსული თანხა ქალაქის განვითარებას მოხმარდეს.
„ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხდა აუქციონი და ერთ ლოტში მოაქცია ოთხი მიწის ნაკვეთი, ამას დამატებული არსებული შენობა-ნაგებობები და აქედან ფოთს მხოლოდ ამ შემოსავლის 35% ერგება. გამოეცხადებინათ ცალ-ცალკე, მეტი შემოსავალი დარჩებოდა ჩვენს ქალაქს. ჩვენ ვფიქრობთ , რომ ეს აუქციონი მორგებულია კონკრეტულ სუბიექტზე და ამ ყველაფრის უკან დგას კორუფციული გარიგება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ეს ტერიტორია გადმოეცეს ფოთს და ფოთმა თვითონ გამოაცხადოს აუქციონი , ვინაიდან ფოთი კარგავს დიდ თანხას. გარდა ამისა, ამ ნაკვეთებს შორის მოქცეულია ორი მრავალსართულიანი ბინა 100 ოჯახზე, რომლებიც წლებია აპრტესტებენ თავიანთ გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს. ამ ადამიანების მოთხოვნა არ არის სრულად დაკმაყოფილებული”, -განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ხომერიკმა.
წყარო