- ნანა ალექსანდრია, ლეგენდარული მოჭადრაკე სამაგალითოა მისი ბიოგრაფიით. პატარა ქალაქებს ცოტა ჰყავთ რჩეული ადამიანები, მაგრამ ისინი ძალიან უყვართ ამ პატარა, მშობლიურ ქალაქებში.
ნანა ალექსანდრიას ბიოგრაფია თაობებისთვის ასე გამოიყურება:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1972 წელს.
1976-1995წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის სპორტული პროგრამებისა და პროგრამა “ალიონის” სპორტული კომენტატორი; 2000 წლიდან ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი სპორტში; 1976 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი ქალებში; 1983 წელს გახდა სსრკ დიდოსტატი; მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 9 ოქროს მედლის მფლობელი (1969,1974,1978,1980,1982,1986); 3-ჯერ იყო ქალთა ნაკრების გუნდის კაპიტნი(1992,1994,1996); საქართველოს და სსრკ მრავალგზის ჩემპიონი; გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი “ქართული გამბიტი” (1991); აქვეყნებს საჭადრაკო სტატიებს ქართულ და უცხოურ ჟურნალებში.”