- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
უწყების ცნობით, სრულად გადაიხურა 7 მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი:
კოსტავას ქუჩა N10;
სამეგრელოს ქუჩა N34;
სამეგრელოს ქუჩა N36;
აღმაშენებლის ქუჩა N28;
კაცაძის ქუჩა N6;
9 აპრილის ხეივანი N33;
ჩხეიძის ქუჩა N6-ში
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 4 მისამართზე:
მემედ აბაშიძის N14;
დანელიას N72;
გურიის N177;
ფარნავაზ მეფის N1.
ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 3 მისამართზე ძველი და ამორტიზებული ლიფტები - სრულიად ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა.