- 15 ივლისიდან, 10 დღის განმავლობაში, სპორტული კომპლექსი, პირველ ღონისძიებას – საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. სპორტული კომპლექსის ყველა სივრცე ადაპტირებულია.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, კომპლექსი აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სპორტული კომპლექსის შენობა, ქალაქს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.
პროექტის საერთო ღირებულება 14,5 მილიონ ლარს შეადგენს.