კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 855 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 445, „პისიარ“-ტესტით 9 410.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,88%, ბოლო 14 დღის – 8,56%, ბოლო 7 დღის – 8,13%.

სულ ჩატარდა 2 238 070 აცრა, დღიურად აცრილია 2 674.

კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 455 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 121 პირი.

კომენტარის დატოვება