ვალერი გეგიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

  • ფოთში, ვალერი გეგიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ფოთის მუნიციპალიტეტს მერიის ინფორმაციით, ვალერი გეგიძე ინოვაციების და სიახლეების ინიციატორი იყო. მან საფუძველი ჩაუყარა ფოთის ნავსადგურის აბრეშუმის კარიბჭედ ქცევას. მისი მხარდაჭერით 200-მდე ახალგაზრდას საშუალება მიეცა საზღვარგარეთ მიეღო განათლება.