- სლოვაკეთში, ახალგაზრდებს შორის კანოეს ევროპის ჩემპიონატზე ფოთელმა ნიჩბოსანმა გიორგი გაბედავამ წარმატებით იასზპარეზეა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სპორტსმენმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა.