- ფოთის ცენტრალური საავადმყოფო “ბომონდის” დიალიზის ცენტრს ირაკლი ხახუბიას სახელი მიენიჭა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წლიდან ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს – “ბომონდის” ბაზაზე, მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას უშუალო ინიციატივითა და მხარდაჭერით ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, სადაც ქალაქისა და რეგიონის 35 ბენეფიციარი სარგებლობს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით.
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მადლობა გადაუხადა კლინიკა “ბომონდის” ხელმძღვანელობას და ადმინისტრაციას აღნიშნული ინიციატივისთვის.