ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია უკრაინის ელჩს საქართველოში იური დოლგოვს შეხვდა. უკრაინის ელჩი საქართველოში იური დოლგოვი ქალაქში არსებული ეპიდემიოლოგიური და ახალი კორონა ვირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით დაინტერესდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფოთის ნავსადგურისა და საპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასა და განვითარების პერსპექტივებზე. ქალაქ ფოთის მერმა...