საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად. ასევე, პრეზიდენტის განკარგულებით, შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების...