ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის სავალი ნაწილის აღდგენა, სანიაღვრე არხების მოწყობა,ტროტუარების მოწესრიგება. საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა. იერუსალიმის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ფოთში “ზაფხულის თამაშები” იწყება
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, მალთაყვის სანაპიროზე 10 ივლისიდან "ზაფხულის თამაშები'' იწყება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ქვიშის ფეხბურთი I ადგილი - 1 000 ლარი; II ადგილი - 700 ლარი;III ადგილი - 500 ლარი. ქვიშის რაგბი I ადგილი - 1 000 ლარი; II ადგილი -...
ფოთი მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატს მასპინძლობს
ქალაქი ფოთი მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2007-2008 წლებში დაბადებული 150-მდე მოკრივე ასპარეზობს, ფოთიდან კი მასში ქალაქ ფოთის კრივის სასპორტო სკოლისა და მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერი’’-ს სპორტსმენები მონაწილეობენ. ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.