იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ფოთის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა. შესაბამის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოაწერეს. უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს...