ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიამ პანდემიის მიუხედავად შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება. საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუთის ქვეშ გამოსაყენებელი შლემები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი. ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა...