ფრაგმენტები ისტორიიდან: 1895 წლის 17 ივნისს, რუსეთის იმპერატორმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა ნიკო ნიკოლაძეს, რომელსაც განუზრახავს ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება, სათანადო პროექტიც შექმნილა, მაგრამ როგორც ირკვევა იგი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა, შემდგომ კი არქიტექტორების ზელენკოსა და მარფელდის მიერ შემუშავებულ...