15 მაისის ჩათვლით სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე სამუშაოების წარმოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება

15 მაისის ჩათვლით სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე სამუშაოების წარმოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ76+126 - კმ76+500 გამავალ მონაკვეთზე წყლის აცილების მიზნით საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე. აღნიშნული...