საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 97-ე კილომეტრზე, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მდინარე ყოროლისწყალზე არსებული დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელის საყრდენი შუა ბურჯი. საჭიროა სპეციალისტების მიერ აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა, რის გამოც, 2021 წლის 22 სექტემბერს 10:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე...