სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი ფოთის მცხოვრები გარდაიცვალა. 62 წლის პაციენტი მკურნალობას რუხის საავადმყოფოში გადიოდა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775 გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია...