საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი). სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს. ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია,...