მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ფოთის მერს ნიკო ნიკოლაძეს, კოლხური კულტურის მუზეუმის ასაშენებლად, გერმანელი არქიტექტორი ედმონ ფრიკი მოუწვევია. მუზეუმი წარმოდგენილია ორი კაპიტალური შენობით: მთავარი კორპუსით და ნიკო ნიკოლაძის მემორიალური კოშკის სახით.კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი, კოლხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახელით 1933 წელს დაარსდა.ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის პირველ სართულზე წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალები,...
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.