ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ახალი მოადგილეები -ალექსანდრე ტყებუჩავა და ზაქარია გვრიტიშვილი წარადგინა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მერის პირველ მოადგილედ ალექსანდრე ტყებუჩავა დაინიშნა. ალექსანდრე ტყებუჩავა სპეციალობით სამართალმცოდნეა. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. იგი 2018 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განყოფილების უფროსის...
UNDP-მა ფოთში ტურისტული და სპორტული თევზჭერის ინფრატსრუქტურა მოაწყო
ფოთში, "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" საკონფერენციო დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონული შეხვედრა გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...