12 თებერვალს, ფოთში, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ქალაქ ფოთში დასაქმების ფორუმს ორგანიზებას უწევს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, კომპანია ,,ბლექსი პეტროლიუმის'' ინიციატივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ფოტო: მედია
მომდევნო დღეებში ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. “თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი....
სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივებმა სოციალურ სივრცეში ,,ლიმენა” უმასპინძლეს და ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის...
ფოთს განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ექნება
ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, ამხანაგობა „სითი სტუდია 9“-ის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხაიძემ მოაწერეს. პროექტზე იმუშავებს ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და ურბანისტებისაგან დაკომპლექტებული არქიტექტურული კომპანიების ჯგუფი, რომელთაც ქალაქგეგმარების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ერთი წლის განმავლობაში...
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს: "ძვირფასო მგზავრებო! 2025 წლის 8 თებერვლიდან დანიშნული (და მომდევნო რიცხვების) თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთების ონლაინ რეჟიმში შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: gr.com.ge აღნიშნულ მისამართზე, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (874/873) მატარებლის ბილეთები."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი,...
ფოთში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. უწყების ცნობით, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო მალთაყვის სანაპირო ზოლზე, აღმაშენებლის ქუჩასა და დასასვენებელ სივრცეებში. "გამწვანების ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა ნიადაგისა და კლიმატური პირობების შესაბამისი შესწავლის შედეგების საფუძველზე. სამუშაოების ფარგლებში 27 სახეობის 4000-ზე მეტი ნერგი დაირგო ქალაქის მასშტაბით. ეკოლოგიის დაცვა და მწვანე...
კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს....