ცვლილებები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. “მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო...

“დეამ” სოციალური კამპანია “ჩაერთე და მართე“ ჩაატარა

ასოციაცია „დეამ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორ უბანში, ნაბადასა და კუნძულის უბანში ჩაატარა სოციალური კამპანია "ჩაერთე და მართე“. სოციალური კამპანიის მიზანს წარმოადგენდა- მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, დისკუსია პრობლემურ საკითხებზე, თვითმმართველობაში მოქალაქის ჩართულობის როლზე და მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების...

ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა პედაგოგებს სამუშაო გარემოში მიულოცეს. ფოთში, სულ 11 საჯარო და 3 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სასწავლო პროცესს 490 მასწავლებელი უძღვება. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

ფოთში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები. საკონკურსო პროექტების სამიზნე ​აუდიტორიაა​ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები. "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის განსახორციელებლად, ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ასევე ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებს სკოლის დირექციის...

ლიეპაიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ქალაქ ფოთში, ლიეპაიას ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს 9 აპრილის ხეივნის, კონსტიტუციის და ვატაევის ქუჩის გზის მოწყობის სამუშაოები.

ფოთში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ქალაქ ფოთში, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებული საქმიანობისთვის, სპეციალური სიგელით და ფულადი პრემიით საჯარო სკოლის ცხრა მასწავლებელი და კოლეჯ "ფაზისის" ერთი პედაგოგი დაჯილდოვდა. სპეციალურად, მასწავლებლებისათვის მიძღვნილი საღამო ანსამბლ "შვიდკაცას" კონცერტით დასრულდა.

სპეციალურმა სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...

შალვა ამონაშვილ​ის საჯარო შეხვედრ​ები გაიმართა

ფოთში​, აკადემიკოს​ შალვა ამონაშვილ​ის საჯარო შეხვედრ​ები გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მენტორმა ისაუბრა ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომებზე, საგანმანათლებლო სფეროს გამოწვევებსა და პოზიტიურ მშობლობაზე, პედაგოგის როლსა და მიდგომებზე სასკოლო ცხოვრებასთან მიმართებაში. გასცა ბევრი რჩევა და რეკომენდაცია, უპასუხა დასმულ კითხვებს.

ფოთში შალვა ამონაშვილთან შეხვედრა გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, ფოთში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან საჯარო შეხვედრა გაიმართება. აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი არის პედაგოგი და ფსიქოლოგი. იგი ასამდე ქვეყნის საპატიო დოქტორია და ლექციების წასაკითხად მსოფლიოს მრავალ ქალაქში იწვევენ. 2000 წლიდან არის ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2014 წლიდან ამავე ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე შეხვედრა გაიმართება

20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე წარმოსადგენ დოკუნტაციასთან დაკავშირებით მოქალაქეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. მისამართი: ქ.ფოთი, აღმაშენებლის N 12, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზი. ინფორმაციისთვის: საკონკურსო განაცხადების მიღება 24 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.