საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...
ფოთში 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. "თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 დეკემბერს...
ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება. "გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შედეგად, დაზიანდა კუნძულის სანაპიროს ინფრასტრუქტურა. რამდენიმე ადგილას ზღვამ დაანგრია ჯებირები. იმის გამო, რომ წყალს არ მიეღწია სანაპიროსთან ახლოს მდებარე მოსახლეობამდე და სასაფლაომდე, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა...
შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა
ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩების ნაწილიც. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილე ლუდუკ ხასია, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა. სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილზე ეწყობა...
ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
ფოთში, ძლიერმა ქარმა, კოსტავას N22-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავი ნაწილობრივ გადახადა და დააზიანა რამდენიმე ავტომობილი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოხდება დროებითი გადახურვა ამინდის გაუმჯობესებამდე. "ასევე, დაჩქარებული ტემპით მოხდება მიყენებული ზარალის შეფასება და დაიწყება კაპიტალური გადახურვის...
აჯიკაში და წითელ წიწაკაში აკრძალული საღებავი აღმოაჩინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა: შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“...
ფოთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების ორგზის გამარჯვებულია
ფოთის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს შეინარჩუნა პირველი ადგილი 64 მუნიციპალიტეტს შორის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, საკუთარი შედეგების, როგორც 2021 წლის გამარჯვებულის გაუმჯობესებით. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიღწეული წარმატების პროცესში მნიშვნელოვანია მერიისა და საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მაღალი ხარისხი. "ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას 101 კრიტერიუმით აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და...
ჯანდაცვის სამინისტრო: მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...
ფოთმა ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს უმასპინძლა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. თამაშებში - ,,რა? სად? როდის?’’, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი” ფოთელ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს საუკეთესო მოაზროვნეები მონაწილეობდნენ. ფოთის ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშებში , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 32 მილიონ 522.2 ათასი ლარით არის განსაზღვრული
დღეს, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 32 მილიონ 522.2 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 981.9 ათასი ლარით მეტია.