აბაშის მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. აბაშის მუნიციპალიეტის მერიის ინფორმაციით, "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები აბაშის 12 სამიზნე სოფელში (გაღმა ზანათი, გამოღმა ზანათი, გაღმა კოდორი, გამოღმა კოდორი, გულეიკარი, ეწერი, კეთილარი, ნაესაკოვო, სუჯუნა, წალიკარი, გეზათი, გულუხეთი), სადაც სპეციალისტების დახმარებით, ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, Google რუკითა...
ფოთის მერმა ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე არზიანის ქუჩის მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ასევე მოისმინა ადგილობრივების როგორც ინდივიდუალური ისე საერთო საჭიროებების შესახებ.
განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს. უწყების ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. „საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები....
შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
“ოკსიჯენ” ქართულ-თურქული კლინიკა თქვენი ჯანმრთელობისთვის
უმაღლესი ხარისხის ამომწურავი სამედიცინო მომსახურებით და თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკის მუდმივი განვითარებით, კლინიკა OKSIJEN მოწოდებულია დაამკვიდროს ქართული მედიცინის ახალი სტანდარტი, გააქროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული შიში და შეიქმნას საიმედოობის ურყევი რეპუტაცია. კლინიკაში თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ჩატარდება, იფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური...
ფოთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს...
ფოთში, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი გაზით გაიგუდა
ფოთში, ნაბადის უბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სოფელ მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი მატარებლები ვეღარ აგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან. “უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად: ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის...
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში...
ამინდის გაუარესების გამო მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...