დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, “განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. უწყების ცნობით, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. “პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული...
მომდევნო დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. “თბილისში 11-13 მარტს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში...
ფოთის ახალგაზრდული საბჭო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ახალგაზრდული სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციის მიერ გამოცხადებულ მოხალისეობრივ კონკურსში გამარჯვებული ფოთის ახალგაზრდული საბჭოს პროექტი "ათი წლის შემდეგ გახდა". ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კონკურსანტები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. ფოთის ცენტრალურ პარკში გაიმართა მუსიკალური საღამო. ახალგაზრდა მსმენელებისთვის დაუკრეს: DJ გიგა პაპასკირმა, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელის ჯაზ...
უახლოეს დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი...
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით: უწყების ცნობით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება. კონკურსში მონაწილეობისთვის 6 მარტიდან - 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge ან...
ფოთში ელექტრო ავტომობილების დამმუხტველი სადგური მოეწყო
ელექტრომობილის დამმუხტველი მოწყობილობა უწყვეტი ელექტრო მომარაგებისა და ელექტრომობილის სუფთა ენერგიით დამუხტვისათვის იყენებს როგორც ელექტრო გამანაწილებელ ქსელს, ასევე, 10kWp სიმძლავრის მზის ფოტო-ელექტრო სადგურს. პროექტის ფარგლებში, გაიმართა სემინარი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სადაც ქალაქში მდგრადი ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკაზე ისაუბრეს. ელექტრო ავტომობილების დამმუხტველი სადგური „მზის ენერგია და...
სკოლებში პირვეკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. რეგისტრაციის ვადები: I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025წლის 10მარტიდან...
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს: “საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან (არსებული განრიგით) განახლდება. მაგისტრალური და საგარეუბნო მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი; №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი; №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი; №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; №6355/6356 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი; №6353/6354 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი; №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; №6446/6445 ხაშური-ზესტაფონი-ხაშური; №6418/6417 ზაშური-ზესტაფონი-ხაშური; №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;...
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება
2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. “წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება...
28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში,...